ორი ფორმატი, ერთი რედაქტორი
CAPSY ვიდეოს ფორმას თვითონ ცნობს: 16:9 ჰორიზონტალური ვიდეო ჰორიზონტალურად რჩება, ვერტიკალური Shorts კი 9:16 ფორმატში. Shorts-ისთვის რედაქტორში შეგიძლია ჩართო YouTube-ის უსაფრთხო ზონა, რომ ტექსტი ღილაკების ქვეშ არ მოხვდეს.
ჩაწერილი სუბტიტრები თუ ცალკე ფაილი
თუ გინდა, რომ სუბტიტრები ყველგან ერთნაირად ჩანდეს, ჩამოტვირთე MP4 ვიდეო, რომელშიც ტექსტი უკვე ჩაწერილია — შენი სტილით, ანიმაციით და ფერებით. თუ გირჩევნია, რომ მაყურებელმა სუბტიტრები თვითონ ჩართოს ან გამორთოს, ჩამოტვირთე SRT ან VTT ფაილი და ატვირთე YouTube Studio-ში, ვიდეოს სუბტიტრების განყოფილებაში. ფაილში მხოლოდ ტექსტი და დროა, ამიტომ მისი ჩამოტვირთვა რენდერს არ საჭიროებს.
როგორ ავტვირთო ფაილი YouTube-ზე
- CAPSY-ში შეასწორე სუბტიტრები და ჩამოტვირთე SRT ან VTT ფაილი.
- YouTube Studio-ში გახსენი „სუბტიტრები“ და აირჩიე შენი ვიდეო.
- დაამატე ქართული ენა და ატვირთე ფაილი იმ ვარიანტით, რომელიც დროსაც ინახავს (with timing).
- შეამოწმე გადახედვაში, რომ ტექსტი მეტყველებას ემთხვევა, და გამოაქვეყნე.
გრძელი ვიდეოებისთვის
ერთი ვიდეოს მაქსიმალური ხანგრძლივობა გეგმაზეა დამოკიდებული: უფასო გეგმაზე 5 წუთამდე, Creator-ზე 20 წუთამდე, Pro-ზე 60 წუთამდე. გრძელ ჩანაწერს CAPSY ნაწილ-ნაწილ ამუშავებს და ჭრის მეტყველების პაუზებში, სიტყვის შუაში არა. AI წუთები ითვლება იმ აუდიოს ხანგრძლივობით, რომელიც ტექსტად გადაიწერება: 12-წუთიანი ვიდეო დაახლოებით 12 წუთს ხარჯავს.
ხარისხი
უფასო გეგმაზე ვიდეო 1080p-მდე ჩამოიტვირთება, Creator და Pro გეგმებზე — 4K-მდე, თუ ამას შენი ბრაუზერი უზრუნველყოფს. რენდერი შენს ბრაუზერში ხდება, ამიტომ ვიდეოფაილი შენს მოწყობილობაზე რჩება.
სტილის არჩევისას გაითვალისწინე ფორმატი: Shorts-ში AI აქცენტი და დინამიური, სიტყვა-სიტყვით გამოჩენილი სუბტიტრები კარგად ერგება სწრაფ ტემპს, ჰორიზონტალურ ვიდეოში კი ხშირად უკეთესია მშვიდი, ერთ-ორხაზიანი ტექსტი ქვედა ნაწილში — მაგალითად, მინიმალური ან ბიზნეს შაბლონით.
ხშირად დასმული კითხვები
SRT ფაილს YouTube მიიღებს?
დიახ. YouTube Studio-ში სუბტიტრების ფაილის ატვირთვა შეიძლება, მათ შორის SRT და VTT ფორმატში. CAPSY ორივეს ქმნის.
ჰორიზონტალურ ვიდეოსაც უჭერს მხარს?
დიახ. 16:9 ვიდეო ჰორიზონტალურად რჩება და სუბტიტრები მისი ზომის მიხედვით ლაგდება.
რამდენი წუთის ვიდეოს ატვირთვა შემიძლია?
უფასო გეგმაზე 5 წუთამდე, Creator-ზე 20 წუთამდე, Pro-ზე 60 წუთამდე.