ვიდეოს სუბტიტრები ონლაინ

CAPSY ბრაუზერში მუშაობს — პროგრამის დაყენება არ გჭირდება. ატვირთე ვიდეო, მიიღე ქართული სუბტიტრები AI-ით და ჩამოტვირთე მზა ვიდეო ან სუბტიტრების ფაილი.

ᲐᲢᲕᲘᲠᲗᲔ ᲕᲘᲓᲔᲝ ᲣᲤᲐᲡᲝᲓ

უფასო გეგმა — თვეში 20 AI წუთი, ბარათის გარეშე.

რას აკეთებს CAPSY

CAPSY ქართულ მეტყველებას ტექსტად აქცევს და სუბტიტრებს დროზე აბამს. ჯერ AI ხმას ტექსტად გადაწერს, შემდეგ ცალკე ქართული ენის AI შეცდომებს ასწორებს. შედეგს რედაქტორში ამოწმებ: ცვლი სიტყვებს, ასწორებ დროს, არჩევ შაბლონს, ფერს, შრიფტს და ანიმაციას.

რისთვის გამოდგება

აპის ინტერფეისი ქართულ და ინგლისურ ენებზეა. თუ ანგარიშით ხარ შესული, პროექტის მონაცემები — სუბტიტრები და სტილი — სხვა მოწყობილობაზეც გამოჩნდება; თავად ვიდეოფაილი კი იმ ბრაუზერში რჩება, სადაც ატვირთე.

როგორ დავიწყო

  1. დააჭირე ღილაკს „ატვირთე ვიდეო უფასოდ“ და აირჩიე ფაილი.
  2. AI სუბტიტრების შესაქმნელად შედი უფასო ანგარიშით.
  3. შეასწორე ტექსტი და დრო, აირჩიე შაბლონი ან შექმენი საკუთარი სტილი.
  4. ჩამოტვირთე MP4 ვიდეო ჩაწერილი სუბტიტრებით ან SRT / VTT ფაილი.

პროექტები ინახება, ამიტომ მოგვიანებით შეგიძლია დაბრუნდე, სტილი შეცვალო და ვიდეო ხელახლა ჩამოტვირთო — ამისთვის AI წუთები აღარ იხარჯება.

შენი ვიდეო შენთან რჩება

ვიდეოფაილი შენს ბრაუზერში ინახება და სერვერზე არ იტვირთება. სუბტიტრების შესაქმნელად იგზავნება მხოლოდ ვიდეოდან გამოყოფილი აუდიო, მზა ვიდეოს რენდერი კი შენსავე მოწყობილობაზე ხდება. ვიდეოს ჩაწერა საუკეთესოდ Chrome-ში მუშაობს.

ფასები

გეგმაAI წუთი თვეშიერთი ვიდეოფასი
უფასო205 წუთამდე0₾
Creator15020 წუთამდე15₾ / თვე
Pro50060 წუთამდე39₾ / თვე

წლიური გადახდისას ფასიანი გეგმები 20%-ით იაფია. AI წუთები ითვლება იმ აუდიოს ხანგრძლივობით, რომელიც ტექსტად გადაიწერება; რედაქტირება და ხელახლა ექსპორტი უფასოა. უფასო გეგმაზე ჩამოტვირთულ ვიდეოს CAPSY-ის ნიშანი აქვს.

ხშირად დასმული კითხვები

პროგრამის დაყენება საჭიროა?

არა. CAPSY ბრაუზერში მუშაობს. ვიდეოს ჩასაწერად საუკეთესოა Chrome-ის ახალი ვერსია.

რა ფორმატის ვიდეოს ატვირთვა შეიძლება?

MP4, MOV და WEBM, 2 GB-მდე. ვიდეოს მაქსიმალური ხანგრძლივობა გეგმაზეა დამოკიდებული.

სხვა ენებზეც მუშაობს?

CAPSY ქართული მეტყველებისთვის შეიქმნა და შეცდომების გასწორებაც ქართულ ენაზეა მორგებული.

ᲐᲢᲕᲘᲠᲗᲔ ᲕᲘᲓᲔᲝ ᲣᲤᲐᲡᲝᲓ