რატომ სჭირდება TikTok-ის ვიდეოს სუბტიტრები
TikTok-ზე ბევრი ადამიანი ვიდეოს ხმის გარეშე უყურებს — ტრანსპორტში, სამსახურში ან უბრალოდ გამორთული ხმით. სუბტიტრები ასეთ მაყურებელსაც აძლევს საშუალებას, გაიგოს, რას ამბობ, და პირველივე წამებში დაინტერესდეს. ქართულ ენაზე ავტომატური სუბტიტრები ხშირად შეცდომებით იქმნება, მათ ხელით გასწორებას კი ბევრი დრო მიაქვს.
როგორ მუშაობს
- ატვირთე ვიდეო MP4, MOV ან WEBM ფორმატში.
- AI ხმას ტექსტად აქცევს, შემდეგ კი ცალკე ქართული ენის AI შეცდომებს ასწორებს.
- რედაქტორში შეამოწმე ტექსტი და დრო, აირჩიე შაბლონი, ფერი, შრიფტი და ანიმაცია.
- ჩამოტვირთე MP4 ვიდეო ჩაწერილი სუბტიტრებით ან ცალკე SRT ფაილი.
მორგებული TikTok-ის ფორმატზე
რედაქტორში არის TikTok-ის უსაფრთხო ზონა: ის გაჩვენებს, სად ფარავს ეკრანს აპლიკაციის ღილაკები და აღწერა, რომ სუბტიტრები ხილულ ადგილას დადო. შეგიძლია აირჩიო, რამდენი ხაზი გამოჩნდეს ერთდროულად, AI-ს მიერ შერჩეული მთავარი სიტყვა გამოყო ფერით (AI აქცენტი) და ჩართო დინამიური სუბტიტრები, რომლებიც სიტყვა-სიტყვით ჩნდება.
რა ღირს
უფასო გეგმაზე თვეში 20 AI წუთი გაქვს, ერთი ვიდეო კი 5 წუთამდე შეიძლება იყოს — TikTok-ის ვიდეოების უმეტესობისთვის ეს საკმარისია. უფასო გეგმაზე ჩამოტვირთულ ვიდეოს CAPSY-ის პატარა ნიშანი აქვს; ფასიან გეგმებზე (Creator და Pro) ნიშანი არ არის და PRO შაბლონებიც ხელმისაწვდომია. AI წუთები იხარჯება მხოლოდ აუდიოს ტექსტად გადაწერისას — რედაქტირება და ხელახლა ჩამოტვირთვა უფასოა.
ვიდეოფაილი შენს ბრაუზერში რჩება: სუბტიტრების შესაქმნელად იგზავნება მხოლოდ აუდიო, მზა ვიდეოს რენდერი კი შენსავე მოწყობილობაზე ხდება.
რჩევები TikTok-ის სუბტიტრებისთვის
- ეკრანზე ერთდროულად ერთი ან ორი მოკლე ხაზი დატოვე — პატარა ეკრანზე გრძელი წინადადება ძნელად იკითხება.
- აირჩიე კონტრასტული ფერი, ჩრდილი ან ფონი, რომ ტექსტი ნათელ კადრშიც კარგად გამოჩნდეს.
- მთავარი სიტყვა გამოყავი ფერით — ასე აზრი ერთი შეხედვით იკითხება.
- გამოქვეყნებამდე სუბტიტრები ბოლომდე გადაიკითხე: საკუთარ სახელებსა და ტერმინებს AI ზოგჯერ შეცდომით წერს.
ხშირად დასმული კითხვები
შემიძლია სუბტიტრების ტექსტის შესწორება?
დიახ. რედაქტორში ნებისმიერ სიტყვას შეცვლი და სუბტიტრის დროს გაასწორებ. AI წუთები მხოლოდ გადაწერაზე იხარჯება, ამიტომ რედაქტირება უფასოა.
რეგისტრაცია საჭიროა?
ვიდეოს ატვირთვა და რედაქტორის ნახვა შესვლის გარეშეც შეიძლება. AI სუბტიტრების შესაქმნელად უფასო ანგარიშით უნდა შეხვიდე.
CAPSY ვიდეოს პირდაპირ TikTok-ზე ატვირთავს?
არა. CAPSY მზა ვიდეოს შენს მოწყობილობაზე ჩამოტვირთავს, TikTok-ზე კი მას შენ თვითონ ატვირთავ.